დაგვემუქრა ყველას, ვისაც გვაქვს განსხვავებული აზრი. ერთადერთი რამ, რასაც დაპირდა საკუთარ ამომრჩეველს, არის ის, რომ არჩევნების შემდეგ, თუ ისევ ქართულ ოცნება გაიმარჯვებს, იქნება უფრო მეტი რეპრესია, მეტი შევიწროება და დევნა მათგან განსხვავებული აზრის...
ადამიანი, რომელიც პირბადით დადის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ვერ ასხივებს ძალას და პირიქით ჩანდა.
ვფიქრობ, გუშინდელი შეკრება და გუშინდელი გზავნილები იყო განაცხადი ღიად გაცხადებული ანტიდასავლური კურსით კამპანიის წარმოების შესახებ.
თქვა საზოგადოებრივი პლატფორმის "საქართველოს ევროპული ორბიტა" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.
გუშინ ქართულმა ოცნებამ ახალი ცენტრალური ოფისი გახსნა და წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. სიტყვით გამოვიდა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც გამოსვლის უმეტესი ნაწილი ენმ-ის კრიტიკას, კონსპირაციებს გლობალურ ომის პარტიასა და მეორე ფრონტზე საუბარს დაუთმო.