რუსეთი როგორც თავის საგარეო პოლიტიკას ექცევა, ისე ექცევა საკუთარ მოქალაქეებს. ის გადაიქცა ძალადობრივ სახელმწიფოდ, რომელიც კლავს ადამიანებს, რომლებიც უკეთეს მომავალზე ოცნებობენ, ნემცოვის და ნავალნის მსგავსად. მათ ციხეში აწამებენ იმის გამო, რომ პუტინის წინააღმდეგ მიდიან.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვას ეხმაურება.