ლიპავსკი: ამაღლობელის საქმე საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას ასახავს

მკაცრად ვგმობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ 2-წლიან პატიმრობას, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც პატიმრობაში გაუარესდა. მისი საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას. ჩეხეთი სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ გასამართლებულ პირს და მოუწოდებს მათი გათავისუფლებისკენ.

წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში.