ლილუაშვილი ამბობს, რომ მთავარი მტერი ქვეყანაში "დესტაბილიზაციის მომხრე ძალები არიან"

ლილუაშვილი ამბობს, რომ მთავარი მტერი ქვეყანაში "დესტაბილიზაციის მომხრე ძალები არიან"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მთავარ მტრად "ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომხრე ძალებს მიიჩნევს".

დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი მთავარი მტერი, ლილუაშვილი ამბობს - " არა მარტო".

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს მეტად გამოკვეთილი სპეციფიკა, ყველაფერზე საჯაროდ არ განაცხადოს, რასაც ფიქრობს და რა ინფორმაციაც აქვს. რუსეთი ოკუპანტია და 5 საათის განმავლობაში ვსაუბრობდი და ანგარიშიც საჯაროა, სადაც რუსეთი არის ოკუპანტი", - თქვა ლილუაშვილმა.