
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, ხუთშაბათს, 27 თებერვალს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები მორიგ შეხვედრას გამართავენ სტამბოლში.
"27 თებერვალს რუსეთი და შეერთებული შტატები გამართავენ შეხვედრას სტამბოლში ორი ქვეყნის საელჩოების მუშაობის შესახებ. [...] ვფიქრობ, შეხვედრა ცხადყოფს, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეგვიძლია წინსვლა“, - განაცხადა ლავროვმა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა 25 თებერვალს საუდის არაბეთში უნდა გამართულიყო.
საუდის არაბეთში 18 თებერვალს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა. შეხვედრა ერ-რიადში, სამეფო რეზიდენციაში მიმდინარეობდა.
რა თქვა რუსულმა და ამერიკულმა მხარემ საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ