ლატვია რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გახანგრძლივებას აპირებს

ლატვია რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გახანგრძლივებას აპირებს

ლატვიის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გახანგრძლივებას გეგმავს. შესაბამის განკარგულებას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებს.

განკარგულების თანახმად, აკრძალვა 2024 წლის 4 მარტამდე გახანგრძლივდება, რადგან "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ამ დრომდე გრძელდება".

განკარგულება 1 ივლისს ამოქმედდება.

ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა გასული წლის 5 აგვისტოს შეწყვიტა.