საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შესახებ დაბნეულობის საპასუხოდ საჭიროდ ვთვლი განვმარტო, რომ ჩვენ არ დავთანხმებულვართ, რომ საქართველო მართალი იყო, უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები. შეხვედრაზე ჩვენ გამოვთქვით მტკიცე შეხედულებები და არა "გარკვეული შეშფოთება."
განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ საქართველო მართალი იყო, როცა არ მოუსმინა ევროკავშირს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწერა და ასევე არ გაათავისუფლა მიხეილ სააკაშვილი.