
მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც ევროპარლამენტარი და ეურონესტის თანათავმჯდომარე, ვიმეორებ ჩვენს იანვრის მოწოდებას: დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, მამაცი ჟურნალისტი, რომელმაც 200 დღეზე მეტი გაატარა პატიმრობაში ერთი სილის გამო. [...] პროტესტი არ არის დანაშაული! ჟურნალისტიკა საფრთხე არ არის! საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს სამართლებრივი დევნის გზა და პატივი სცეს პრესის თავისუფლებას.
წერს ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი X-ზე.
ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან ჟურნალიტს წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა.