ქობულეთში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ქობულეთში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ქობულეთში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.