ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე: აქამდე დაშვებულ შეცდომებს კიდევ ერთი, უფრო უხეში დაუმატეს

ჩვენმა პარტნიორებმა აქამდე დაშვებულ შეცდომებს კიდევ ერთი, უფრო უხეში შეცდომა დაუმატეს და დეპუტატები და სამართალდამცავები დაასანქცირეს, თუმცა სიას არ აქვეყნებენ.

კანონის მიღებისთვის, რომ კანონმდებლებს ასანქცირებენ, ეს მინიმუმ არადემოკრატიულია და თანაც სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.

ამბობს ხალხის ძალის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პლენარულ სხომაზე.

*სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონზე პასუხისმგებელ ან თანამონაწილე რამდენიმე ათეულ პირს სავიზო სანქციები დაუწესა.