ხოშტარია: ვინც სიმძიმეს გრძნობთ ბიძინას სიტყვის მერე, ეს შოკია, რომ აქ ეს ვინმემ გაბედა

გავკადნიერდები და თქვენ ემოციებზე ვიტყვი: ვინც სიმძიმეს გრძნობთ ბიძინას სიტყვის მერე, ეს შიში კი არაა, შოკია, რომ ამ ქვეყანაში ეს ვინმემ გაბედა. რეალურად ჩვენ მეტნი ვართ, მსოფლიო ჩვენ გვერდზეა, დასავლეთი რუსეთზე ძლიერია, მართლები ვართ ამის იქით მოგვეთხოვება: გამბედაობა, ჭკუა, დისციპლინა.

#არარუსეთს

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლურ გზავნილებს ეხმაურება.