ხობში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. (ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).