თბილისში, დელისის მეტროსთან ხმაური იყო.
რამდენიმე ადამიანი პოლიციელებსა და მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის ფორმულას ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოყოფა მიაყენეს.
არსებული ცნობით, მათი ნაწილი მაღაზიიდან პროდუქციის მოპარვას ცდილობდა, ნაწილი კი გარეთ ელოდებოდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი ქურდობაში შეამჩნიეს.
ფორმულას ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანია.