ხელვაჩაურში კაცმა ძმა სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.