ეს არის პრაქტიკულად დე ფაქტო აღიარება, რასაც ისინი ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ. ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. ჩვენ დიდი ხანია ვიძახით, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება საქართველოში, რომელმაც ჩარაზა ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა კარი, მოაქცია ქვეყანა იზოლაციაში და გადაკეტა ევროპისკენ მიმავალი გზა, რომელიც ქართველი ხალხისა და მოქალაქეების არჩევანია.
მინდა მივმართო ქართული ოცნების ამომრჩევლებს, ყოველგვარი ილუზია უნდა გაიქარწყლოთ, პერსპექტივა ამ ქვეყანას, ამ ხელისუფლების პირობებში არ აქვს. ტამბოვისკენ მიემართება ქვეყანა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო, მოღალატეობრივი ხელისუფლება ჩამოვაშოროთ მშვიდობიანად ახალი არჩევნების გზით და მოვიყვანოთ ქვეყანაში ნამდვილად პატრიოტული პრო-ევროპული ძალები.
თქვა ჟურნალისტებთან კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
ის პრემიერმინისტრ კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.