ხაზარაძე: 12 დღეში გვაქვს შანსი, სამუდამოდ დავამთავროთ ქართული ოცნება

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გადიან ქვეყნის გარეთ, ჩვენი ახალგაზრდები სამუშაოს ეძებენ ქვეყნის გარეთ. მგონი, ძალიან კარგად ვიცით, სად მიდიან, რომ თავიანთი ოჯახისთვის ანაზღაურება იშოვონ. მონაცემები მინდა გითხრათ - 117 ათასმა ახალგაზრდამ დატოვა ჩვენი ქვეყანა შარშან, ესაა 70%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. რატომ ხდება ეს? რატომ არის ფასები მაღალი? რატომ არაა სამუშაო ადგილები? რატომ არის ის, რომ უბრალოდ პენსიონერს ის პენსია არ აქვს, რომლითაც ის არჩევანს არ გააკეთებს წამალსა და საკვებს შორის? რატომ ხდება ეს? ეს თქვენი ბრალი არაა, ეს არის იმ 12წლიანი პოლიტიკის შედეგი, რომელმაც ამ ქვეყანას ასეთი ამბავი მოუტანა...

ჩვენ ვართ დღეს ქვეყანა, რომელიც დემოგრაფიულად ბოლო 30 წელია კლებაში ვართ. სწორედ ესაა ის რუსული პოლიტიკა, რომელსაც გვიმეორებდნენ წლების გარეშე - საქართველო ქართველების გარეშე...

თქვა ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრისას.