The Economic Times ხარკივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ სინეჰუბოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ხარკივზე თავდასხმის დროს ოკუპანტებმა საცხოვრებელი მრავალსართულიანი შენობა დაბომბეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
რუსეთის სამხედროებს თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამასთან, ხერსონის ოლქში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში დაბომბვისას ორი მცხოვრები დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის სამხედროების დაბომბვის შედეგად ჭურვები კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს და ქარხნის ტერიტორიას მოხვდა.
ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე განზრახ თავდასხმების შესახებ ყველა ბრალდებებას უარყოფს.