ქათამაძე: მზიას ხმა გავაგონეთ იქიდან, სადაც გვეგულებოდა, რომ უსამართლო მოსამართლე ცხოვრობდა

მე გამაჩნია ორი ხმა, ერთი - ხმა მუსიკის, მეორე - სიმართლის ხმა. რადგან ჩემი მუსიკის ხმა არ ისმის მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემი მეორე ხმა ეკუთვნის 690 000 სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ვინც სასადილოში ელოდება თავის რიგს, ჩემი ხმა ეკუთვნის აფხაზ მეგობრებს, რომელსაც დაარქვეს ლტოლვილები და 30 წლის განმავლობაში წამებაში ამოხადეს ჩვენს დებს და ძმებს სული, ბოლოს ამ ტკივილის შემდეგ ადამიანმა დაიწვა თავი... ჩემი ხმა ეკუთვნის ემიგრანტებს, ჩემი გასტროლების დროს მე მინახავს დედები რომლებსაც 20 წელი შვილი არ უნახავთ... ჩემი ხმა ეკუთვნის იმ დედებს რომლებსაც უკანონოდ ჰყავთ დაჭერილი შვილები... ჩემი ხმა იქნება იქ და იმ ადამიანებთან ვისი ხმაც არავის არ ესმის...
ჩვენ გადავამოწმეთ იურისტებთან და გვეგონა რომ არ იყო ეს ის დანაშაული, რომელიც აქ შეგვყრიდა და ასეთ სიტუაციაში აღმოგვაჩენდა, მაგრამ მზიას რომელიც იმ დღეს 14 დღე შიმშილობდა მას სჭირდებოდა ჩვენი ხმა და ჩვენ ეს ხმა იქიდან გავაგონეთ, სადაც გვეგულებოდა, რომ უსამართლო მოსამართლე ცხოვრობდა

თქვა მუსიკოსმა ნინო ქათამაძემ სასამართლო პროცესზე.[პუბლიკას სინქრონი]

26 იანვარს შსს-მ 9 ადამიანს მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლის სახლის წინ საპროტესტო შეკრების გამო ადამინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.