ქათამაძე: დაკავების დღიდან ჩემ მიმართ მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება

ქათამაძე: დაკავების დღიდან ჩემ მიმართ მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება

საპროტესტო აქციის დროს დაკავებული მედროშე, თემურ ქათამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მისი დაკავების დღიდან მის მიმართ ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მხრიდან მიზანმიმართული, მუდმივი და მასშტაბური ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.

"საქართველოს საზოგადოების, თანამებრძოლების და კრიტიკული მედიის ინფორმირებისთვის, მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი:

დღეს უკვე საჭირო გახდა. მინდა, გაცნობოთ, რომ 16.01.2025 წელს, დაკავების პირველი დღიდან დღემდე, ჩემი საქართველოდან გაძევების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ ხორციელდება ჩემს მიმართ მიზანმიმართული, მუდმივი და მასშტაბური ფსიქოლოგიური ზეწოლა, შევიწროება, შეფერხება, გაჭიანურება და პროვოცირება ყველანაირი ბერკეტის გამოყენებით. ეს თავიდან იყო ჩემს მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესებში წარსადგენად ბათუმში, ჩემს კერძო ბინაში და პირად კომპიუტერში განთავსებულ დოკუმენტებზე-მტკიცებულებებზე წვდომის და მათი დროზე შეგროვების შეფერხების გზით. თუმცა, ბოლო დღეებში მათი ზეწოლა დამიზებულია. 44 დღის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობს ჩემი შიმშილობის შეწყვეტისთვის, ჩემი ნებისყოფის და მხნეობის გეტეხვას ემსახურება. მათთვის რა სამწუხაროა, რომ უშედეგო იქნება მათი ეგ მცდელობა იმიტომ, რომ ჩემი სამშობლოსთვის ბრძოლის შეურყევ ნებისყოფას, სულისკვეთებას და მხნეობას ვერასდროს ვერავინ გატეხავს! სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება ჩემს ცხოვრებაში ყველზე ზემოთ მდგომი ღირებულება და მწვერვალია. იმათზე ზემოთ მხოლოდ ღმერთი დგას!

მე აქ ძალიან კარგად და მხნედ ვარ, ისე, როგორც არასდროს ვყოფილვარ. ჩემი სოლიდარობა სამშობლოს მომავლის და თავისუფლების ყველა თანამებრძოლს და ასევე ყველა სინდისის პატიმარს!

მინდა, ყველამ იცოდეთ და დარწმუნდეთ, რომ "ჩვენ ვართ საქართველო, უფალი არის ჩვენთან, მჯერა გამარჯვების!

ჩვენ გადავცურავთ ზღვას და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად!

უფრო და უფრო დიდი ცეცხლი ოლიგარქიას და მუდმივი ჯოჯოხეთი ივანიშვილს!

ჩვენი ბრძოლის ყოველ წამს გახსოვდეთ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სიტყვები: "არასდროს, არასდროს არ დანებდე!"

ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე, გამარჯვებამდე არ დანებდეთ! "ძალა ერთობაშია".

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე 28.02.2025 წელი.

შიმშილობის 44-ე დღე, თბილისი - სამშობლო",- ნათქვამია თემურ ქათამაზის მიერ გამოგზავნილ წერილში.