"ქართველი ხალხის აქტს" 10 მხარდამჭერი სენატორი დაემატა

"ქართველი ხალხის აქტს" 10 მხარდამჭერი სენატორი დაემატა

ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის ორპარტიულ კანონპროექტს "ქართველი ხალხის აქტს” 10 მხარდამჭერი სენატორი დაემატა. ჯამში კანონპროექტს 19 თანასპოსნორი სენატორი ჰყავს, მათგან 9 რესპუბლიკელია, 9 - დემოკრატი, ხოლო 1 - დამოუკიდებელი წევრია.

თანაინიციატორები არიან:

  • ჯეიმს რიში - რესპუბლიკელი;
  • ბენ კარდინი - დემოკრატი;
  • პიტ რიკეტსი - რესპუბლიკელი;
  • ლინდსი გრეჰემი - რესპუბლიკელი;
  • კრისტოფერ კუნი - დემოკრატი;
  • რიჩარდ დურბინი - დემოკრატი;
  • თომას ტილისი - რესპუბლიკელი;
  • ტიმ კეინი - დემოკრატი;
  • კრის ვან ჰოლენი - დემოკრატი;
  • ჯონ ბუზმანი - რესპუბლიკელი;
  • მიტ რომნი - რესპუბლიკელი;
  • ჯეფ მერკლი - დემოკრატი;
  • ჯონ კორნი - რესპუბლიკელი;
  • კრისტოფერ მერფი - დემოკრატი;
  • დენ სალივანი - რესპუბლიკელი;
  • ანგუს კინგი - დამოუკიდებელი
  • ტოდ იანგი - რესპუბლიკელი;
  • შელდონ უაითჰაუსი - დემოკრატი;
  • ჯორჯ ჰელმი - დემოკრატი;

საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ ამერიკელი სენატორების - ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ წარდგენილი პაკეტი - "ქართველი ხალხის აქტი" სენატში 24 მაისს დარეგისტრირდა. მისი სამიზნეები არიან ის ქართველი ოფიციალური პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, ასევე "უცხოური აგენტების კანონის" წინ წაწევაზე.

აშშ-ის სენატში "ქართველი ხალხის აქტი" დარეგისტრირდა - რა წერია დოკუმენტში