საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ ამერიკელი სენატორების - ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ წარდგენილი პაკეტი - "ქართველი ხალხის აქტი" სენატში დღეს დარეგისტრირდა. მისი სამიზნეები არიან ის ქართველი ოფიციალური პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, ასევე "უცხოური აგენტების კანონის" წინ წაწევაზე.
სენატში დარეგისტრირებული პაკეტი ფორმულას ვაშინგტონის ბიურომ ექსკლუზიურად მოიპოვა. პაკეტი შედგება ორი ნაწილისგან - პირველი ნაწილი ძირითადად მოიცავს შედეგებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს და ოჯახის წევრებს უნდა დაეკისროთ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებაში, კორუფციაში და რუსული კანონის მხარდაჭერაში.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ის მოიაზრებს ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.
რეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად:
შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს მოგზაურობა შეზღუდვები ან სანქციები პასუხისმგებელ პირებზე იმ ნებისმიერი ქმედების გამო, რომელიც ხელს უშლის საქართველოს წინსვლას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მიზნად ისახავს ისეთ მოქმედებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წევრთა შეურაცხყოფასა ან დაშინებას ისახავს მიზნად.
აშშ-მა უნდა განიხილოს ეს შეზღუდვები, ვიზების გაუქმება ამ პირების, მათ შორის, მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში
კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა უნდა დაასახელოს ის პირები საქართველოში, რომლებიც დადგინდა, რომ შეგნებულად მონაწილეობდნენ კორუფციაში, დაშინებასა და ძალადობაში და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირებაში. ეს ეხება:
რეგისტრირებული კანონი ითვალისწინებს უკვე მოქმედი ვიზების შეჩერებასაც იმ პირებისთვის, რომლებიც ამ კანონპროექტის თანახმად არსებული შეზღუდვების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
90 დღე აქვს სახელმწიფო მდივანს ამ აქტის ამოქმედებიდან, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგინოს ანგარიში იმ პირთა შესახებ, რომლებიც ამ კანონის მოქმედების სფეროში ექცევიან. კერძოდ, რომელიც:
კანონის თანახმად, ქონების კონფისკაციის ნაწილში საუბარია, რომ კონგრესი ავალებს აშშ-ს პრეზიდენტს, რომ განახორციელოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაბლოკოს ქონების განკარგვა ან ფინანსური ტრანზაქციები იმ პირებისთვის, რომლებიც ამ კანონის მოქმედების სფეროში ექცევიან. მას ამისთვის აქტის ამოქმედებიან 120 დღე აქვს.
ასევე, აღნიშნულია, რომ კანონის ამოქმედებიან 5 დღე აქვს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და სხვა ფედერალურ სამსახურებს, რომ შეაფასონ საქართველოსთან ურთიერთობები და დაადგინონ, რამდენად შეესაბამება საქართველოში არსებული ვითარება აშშ-ის მხრიდან დახმარების თვალსაზრისით იმ ფაქტს, რომ საქართველო არის მსოფლიოში მეორე ქვეყანა, რომელიც აშშ-დან ყველაზე მეტ საგარეო დახმარებას იღებს.
ნათქვამია, რომ კონგრესის აზრით, სახელმწიფო მდივანმა უნდა შეაჩეროს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მუშაობა, რომელიც შექმნილია 2009 წელს, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით, იქამდე სანამ საქართველოს მთავრობა არ მიიღებს ზომებს, შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულებები და გაუძღვეს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
რეგისტრირებულ კანონპროექტში მოწოდებაა ყველა პოლიტიკური პარტიის, საქართველოს პარლამენტის წევრების, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცრების მიმართ, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის პრესისთვის.
ასევე მოწოდებაა საქართველოს მთავრობის მიმართ, გაათავისუფლოს ყველა პირი, რომელიც დაკავებული ან დაპატიმრებულია პოლიტიკურად მოტივირებული საფუძვლებით. მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები ჩაატარონ თავისუფალ, სამართლიან გარემოში, რათა აისახოს ქართველი ხალხის ნება.