ქართულმა ოცნებამ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
ართულმა ოცნებამ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დაასახელა.
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:
- მთაწმინდა - ზურაბ აბაშიძე
- ვაკე - ალექსანდრე ასათიანი - ცენტრალური ვაკე; ბექა გელენავა - ზედა ვაკე
- საბურთალო - ბექა მიქაუტაძე - ვეძისი-ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგ-გოთუას ოლქები; არჩილ ნიჟარაძე - კოსტავა-ბახტრიონი-დოლიძე-ხილიანის ოლქი; შალვა პერანიძე - დიდი დიღომი-ვაშლიჯვარი-სოფელი დიღომის ოლქი
- კრწანისი - ლევან ჯაფარიძე
- ისანი - კახაბერ ლაბუჩიძე - ავლაბარი; ბექა მენთეშაშვილი - ვაზისუბანი; დავით ხაბეიშვილი - ნავთლუღის ოლქი
- სამგორი - გიორგი დოხტურიშვილი - მასივის ოლქი; ზაქარია წიკლაური - ქვედა სამგორი; ვაჟა კოკაია - ვარკეთილი
- ლილო - ორხევი - მამუკა ხაბარელი
- ჩუღურეთი - ზურაბ ჩიკვილაძე
- დიდუბე - გივი ჩხარტიშვილი - დიდუბის ოლქი; შოთა ქევხიშვილი - დიღმის ოლქი
- ნაძალადევის რაიონი - ირაკლი ბენდელიანი - ზღვის უბნის ოლქი; შალვა მაისურაძე - ნაძალადევის ოლქი; დავით ჭელიძე - ძველი ნაძალადევი, ლოტკინი; ვალერიან პაპუაშვილი - სანზონა
- გლდანი - შალვა ობაიძე - ავჭალა; ცოტნე ჩიქვინიძე - მუხიანი; მიხეილ რეხვიაშვილი - ლუწი მიკრორაიონის ოლქი; ჯაბა კოღუა - კენტი მიკრორაიონების ოლქი
"აი ეს ადამიანები, ჩემთან ერთად, იღებენ პასუხისმგებლობას თბილისის მომავალზე. ეს ადამიანები დაიცავენ თქვენს ინტერესებს საკრებულოსა და მერიაში, აქტიურად ჩაერთვებიან საკანონმდებლო საქმიანობაში თქვენი კეთილდღეობისთვის და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდასაჭერად. იქნებიან ხიდი - მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის" - თქვა კახა კალაძემ მათი წარდგენის შემდეგ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება.