აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები ჯო უილსონი და სტივ კოენი რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს აქვეყნებენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, საქართველომ უნდა გადაუხვიოს ამ დესტრუქციული გზიდან და დაუბრუნდეს ლიბერალურ დემოკრატიულ ტრაექტორიას.
"აღმაშფოთებელია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა ასე თავხედურად ესხმის თავს საკუთარი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. შეერთებული შტატები იყო და რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად, რომელიც გასცემს უსაფრთხოების დახმარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მილიარდობით დოლარს. ამის საპირისპიროდ, რუსეთმა საქართველოში მხოლოდ უბედურება, ნგრევა და სამხედრო ოკუპაცია მოიტანა.
FARA-სთან ან დასავლეთის საგარეო გავლენის მონიტორინგის სხვა მექანიზმებთან შედარება არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც იმეორებს კრემლის მოსასმენად დამღლელ რიტორიკას. შეერთებული შტატები რჩება ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობარი და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრინციპების მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას რომ გადაუხვიოს ამ დესტრუქციულ გზას", - ვკითხულობთ კონგრესმენების განცხადებაში.
Today, Chairman @repwilson and Ranking Member @repcohen released a statement calling on Georgian leadership to abandon the Russian-style "foreign agent" bill. Georgia must divert from this destructive path and return to its previous liberal democratic trajectory. pic.twitter.com/ITqA2Q2GlD