
Reuters აშშ-ის წყნარო ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელ ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის თანახმად, მიწისქვეშა ბიძგები 39.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
მხარის გუბერნატორმა ვლადიმერ სოლოდოვმა განაცხადა, რომ კამჩატკის ნახევარკუნძულსა და კურილის კუნძულებზე ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.,
კამჩატკის ხელისუფლებამ მოსალოდნელი ტალღების გამო ადგილობრივ მოსახლეობას სანაპიროზე გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, ხომალდებს კი სანაპიროდან მოშორებით, ოკეანეში გასვლა.
კამჩატკის სანაპიროსთან 30 ივლისს 1952 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მაშინ მიწისძვრის სიმძლავრემ 8.8 მაგნიტუდა შეადგინა, რის შემდეგაც, სპეციალისტებმა ამ ზონაში უკიდურესად მაღალი სეისმოლოგიური აქტივობა დააფიქსირეს.