კომპანია Meta, რომელიც Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს ფლობს, გადაწყვიტა, საკუთარ პლატფორმაზე რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიები - RT და მედიაჰოლდინგი Rossiya Segodnya დაბლოკოს.
"დეტალური განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, გავაფართოოთ ზომები რუსული სახელმწიფო მედიის წინააღმდეგ. Rossiya Segodnya, RT-სა და მათთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციებს, საზღვარგარეთ ჩარევის მცდელობის გამო, ეკრძალებათ ჩვენი პლატფორმების გამოყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
აკრძალვის აღსრულება უახლოეს დღეებში დაიწყება.
Meta-მ თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა მალევე მას შემდეგ, რაც აშშ-მა რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები გაატარა ორი რუსი პროპაგანდისტული ორგანიზაციისა და ათობით ადამიანის წინააღმდეგ. შეზღუდვების ქვეშ მოყვნენ, კერძოდ, RT, გამოცემის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი და ტელეარხის ხუთი თანამშრომელი.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ Meta-მ რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებზე წვდომა შეზღუდა, მათ შორის საკუთარ პლატფორმებზე მათი რეკლამა აკრძალა.