კოლუმბიაში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა

კოლუმბიაში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა

კოლუმბიაში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა.

მეწყერმა დაფარა გზატკეცილი, რომელიც აკავშირებს ქალაქებს - მედელინა და კიბდო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ, მეწყრის ქვეშ რჩება.

მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო გამოეხმაურა - მისი თქმით, მოხდა "საშინელი ტრაგედია" და ხელისუფლება დაზარალებულების მხადაჭერისთვის მზად არის.