![საია: სტრასბურგმა "კაბელების საქმეზე" სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/5c3fcbbf-471d-41bf-81f3-a4c69bcf90d8.jpg)
რეჟიმის პრემიერისთვის ირაკლი კობახიძისთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სანქცირებაზეა საუბარი, "ჩალის ფასი" აქვს.
ის დოკუმენტს, რომელშიც საუბარია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და მედიაგარემოს გაუარესებაზე "არასერიოზულ პროექტს" უწოდებს და ირწმუნება, რომ "საქართველოში ქვეყანა დემოკრატიულად იმართება".
"დღემდე, 5 რეზოლუცია დაამტკიცა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა და ხუთივე იყო ერთმანეთზე არასერიოზული და ეს არის მორიგი, მეექვსე არასერიოზული პროექტი, რომელიც დაინიცირდა ევროპარლამენტში. რა თქმა უნდა, ამ პროექტს, ისევე როგორც წინა რეზოლუციებს, აქვს აბსოლუტურად არაფრის ფასი, ჩალის ფასი ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეზოლუციები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში.
რეალობა არის ის, რომ საქართველოში ქვეყანა იმართება დემოკრატიულად, ოპოზიცია არის თავისი არსით ანტი-დემოკრატიული, თუმცა ხედავთ, რომ რეზოლუციებში აისახება ხოლმე მხარდაჭერა რადიკალიზმის მიმართ და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც დღეს ასე მკაფიოდ აკრიტიკებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი, თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე", - ამბობს ის.
ფორმულამ მოიპოვა ევროკავშირის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან. დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი კობახიძის სანქცირებაზე, ასევე საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და მედიაგარემოს გაუარესებაზე.
დოკუმენტში ასევე საუბარია პოლიტპატიმრებზე, მათ შორის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პოლიტიკურ პატიმრობაზე.
ასევე, რეზოლუციის პროექტში საუბარია რეჟიმის მხრიდან ზეწოლაზე დამოუკიდებელი მედიის მიმართ და სახელისუფლებო მედიის მფლობელების სანქცირების საჭიროებაზე.