კობახიძე: ვიღებთ ზომებს, რომ დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიზმით ნაკარნახევი თავდასხმისგან

სახელმწიფო, სეკულარიზმის პრინციპის დაცვით, იღებს ყველა ზომას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიკური იდეებით ნაკარნახევი თავდასხმებისგან.

თქვა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ის სამთავრობო პროგრამას წარადგენს.