
თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ ევროპარლამენტი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არაფრით განსხვავდება საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან... იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში გაჯანსაღების პროცესი და ცვლილებები შეეხება ევროპარლამენტს. ძალიან სამწუხარო, შემაშფოთებელი და ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ევროპარლამენტში.
ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ ქართული ოცნების წინააღმდეგ მორიგი კრიტიკული ანგარიშის მიღებას.