
რეალურად, ოპოზიციას საკმაოდ ბევრი მაშველი რგოლი გადმოუგდეს, თუმცა არც ერთმა არ უშველა, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს. მთავარია, საზოგადოების შეფასება ყველაფერთან დაკავშირებით. თუ რომელიმე აქტში, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ან იგივე MEGOBARI Act-ში არის ასახული ცრუ ინფორმაცია, ამას ვერავითარი ფასი ვერ ექნება, ბუნებრივია, ქართული საზოგადოებისთვის. აბსოლუტურად გაცვდა ყველა სიცრუე, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ვრცელდებოდა კონკრეტული ინსტიტუტების მხრიდან. ამიტომ, თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ MEGOBARI Act-ს რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცდება. ქართული საზოგადოება აფასებს არა გარეთ დამტკიცებულ დოკუმენტებს, არამედ იმას, თუ რამდენად არის ამ დოკუმენტებში ასახული სიმართლე.
თქვა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.