კობახიძე ნარმანიაზე თავდამსხმელს ამართლებს და ამბობს, რომ მან თავი დაიცვა

კობახიძე ნარმანიაზე თავდამსხმელს ამართლებს და ამბობს, რომ მან თავი დაიცვა

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის წევრზე იგორ ნარმანიაზე თავდამსხმელს ამართლებს და ამბობს, რომ მან თავი დაიცვა.

ის თავდამსხმელზე ამბობს, რომ არ უსროლია ხელკეტი, არამედ - "რაც ხელში მოხვდა ადამიანს, იმით დაიცვა თავი".

ის იგორ ნარმანიას ნაციონალური მოძრაობის კონტექსტში ცინიკურად მოიხსენიებს.

"მოხდა ასეთი რამ, რაც ფაქტებით დასტურდება - ეს ადამიანები იყვნენ მისული მეტეხის მიმდებარედ, გამოვიდა ქალბატონი, მესანთლე ეკლესიის მიმდებარედ და სთხოვა, გადაეყენებინათ მანქანები, რაზეც მათ უპასუხეს შეურაცხყოფით, ამაზე გამოესარჩლა 2 ადამიანი ამ ქალბატონს და 20-მა კაცმა 2 ადამიანი სცემა. სამარცხვინოა, ასეთი კითხვა. მოგერიების დროს მას უპასუხეს - 20-2-ზე იყვნენ. რა შუაშია გამართლება. 20 კაცი 2-ს ურტყამდა. თქვენ ცდილობთ გაამართლოთ იგორ ნარმანია, რომელიც 20 კაცით თავს დაესხა 2 ადამიანს.

ფაქტებს გიყვებით - მესანთლე ქალბატონი ეუბნებოდა, გადააყენეთ მანქანაო და ამაზე შეურაცხყოფა მიაყენა ამ სამარცხვინო ნაცმა და ამაზე როდესაც 2-მა კაცმა რეაგირება მოახდინა და მითუთეს, შეურაცხყოფას ნუ აყენებდნენ ქალს ნაცები, ამაზე 20 კაცი ურტყამდა 2 კაცს, ეს არის ფაქტები და თქვენ სამარცხვინოთ მიგყავთ სხვაგან კითხვები. მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ 20-2-ზე იყვნენ და თავში არ მოხვედროდა, იმიტომ რომ ნაცია.

20 ნაცი 2 მოქალაქეს რომ ურტყამდა, ეს ნორმალურია და ამაზე პასუხი რომ მიიღო, ამაზე შეიძლება სპეკულაცია? ხელკეტი არ იყო, იყო კონკრეტული ნივთი, რაც ხელში მოხვდა ადამიანს. რაც ხელში მოხვდა, იმით დაიცვა თავი, ეს არის რეალობა. მანქანასთან იპოვა ეს კონკრეტული ნივთი. 20 ნაცი 2-ს რომ ურტყამდა, ამაზე რატომ არ გაქვთ რეაქცია? თან რის გამო, შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალს", - ამბობს ის.

მეტეხის ხიდთან ახალგაზრდა აქტივისტებს თავს 3 ოქტომბერს დაესხნენ.

ადგილზე მყოფი ადამიანების განცხადებით, დაახლოებით, 7 ადამიანი აქტივისტებს სხვადასხვა ბლაგვი საგნით გაუსწორდა.

აღნიშნულის შედეგად თავზე დაზიანებები მიიღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა იგორ ნარმანიამ და კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა.