ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რესპუბლიკელ ჯიმ რიშს საკუთარი შეხედულებების გადაფასებისკენ მოუწოდებს.
"ჯიმ რიში თავის დროზე სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან მეგობრობდა. მინდა, მას მოვუწოდო, გადააფასოს საკუთარი შეხედულებები, თუ ამის რესურსი აქვს. ეს ერთადერთია, რაც შემიძლია ბატონ რიშს ვუთხრა", - განაცხადა კობახიძემ.
რიშმა ამერიკის ხმასთან განაცხადა, რომ ბოლო დროს საქართველოთი იმედგაცრუებულები არიან.
"ჩვენ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულები ვართ და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ გვგონია, რომ მას სურს და საქართველო გახდება დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია", - აღნიშნა მან.