ჩვენ [შეხვედრაზე] მოვიწვიეთ შეუზღუდავად ყველა. მათ შორის იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც შეუერთდნენ გაუგებარ განცხადებას [Free Business] რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. ზოგადად, ბიზნესი არ შეიძლება ღრმად შედიოდეს პოლიტიკაში, როგორც არ შეიძლება ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში.
თქვა დე ფაქტო პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პროპაგანდისტული იმედის ეთერში.