კობახიძე აშშ-ის სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა

კობახიძე აშშ-ის სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა

საქართველოს მთავრობის პრესსამხასურის ცნობით, პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ყურადღება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა.

კობახიძის განცხადებით, საქართველო აშშ-ის სანდო და საიმედო მოკავშირედ რჩება და იმედოვნებს, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარების დადებით დინამიკას დაუბრუნდება.

შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.