კობახიძე NATO-ში გაწევრიანებაზე: ღია კარში ყოფნა საშიშია, ორპირმა ქარმა გაციება იცის

ზოგადად შემიძლია გითხრათ შემდეგი - ღია კარში ყოფნა, ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, და ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში. იმედი მაქვს, რომ ამ მდგომარეობაში ქვეყნის დიდხანს დატოვება არ არის ვინმეს მიზანი. ორპირმა ქარმა იცის გაციება. შესაბამისად ეს მდგომარეობა არ არის კარგი და სწორი

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც NATO-ს მიმართა და თქვა: "არ გვინდა ღია კარი, თუ ერთი ადგილი გაქვთ, გაგვხადეთ წევრი".