კეზერაშვილი: აბსოლუტურად უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ მე და ჩემი ოჯახი დღეს ვართ დევნილობაში

აბსოლუტურად უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ მე და ჩემი ოჯახი დღეს ვართ დევნილობაში. ისევე როგორც უსამართლოდ მიმაჩნია ბევრი ადამიანის მიმართ, რომელიც იყო იმ ხელისუფლების ნაწილი, რომელიც 2003 წელს მოვიდა ხელისუფლებაში - ვარდების რევოლუციის შედეგად, იმ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლების. მე არ ვარ ერთადერთი, რომელიც ამ ხელისუფლების მხრიდან დევნა განვიცადე. ასეთია რამდენიმე მინისტრი, პარლამენტარი და პრეზიდენტი რაც მთავარია, რომელიც დღესდღეობით ჰყავთ ციხეში იმ პირობებში რა პირობებშიც ჰყავთ.

განაცხადა ფორმულას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში.