კენიის სკოლაში ხანძარი გაჩნდა - დაიღუპა 17 მოსწავლე

კენიის სკოლაში ხანძარი გაჩნდა - დაიღუპა 17 მოსწავლე

ცენტრალურ კენიაში მდებარე სკოლაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 17 ბავშვი დაიღუპა.

ოფიციალური პირების ცნობით, მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ათობით დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

Hillside Endarasha-ს სკოლაში გაჩენილი ხანძრის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

შემთხვევას ქვეყნის პრეზიდენტი უილიამ რუტო გამოეხმაურა და ფაქტს "დამანგრეველი და საშინელი" უწოდა.

რამდენიმე დაღუპულის ცხედარი შენობიდან უკვე გამოასვენეს, თუმცა მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.