პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასრულებამდე ერთი დღე რჩება, უცნობია, სად და ვის გვერდით, ვისთან ერთად დადგება ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი. სატელევიზიო მიმართვით პრეზიდენტმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ ოცნებასთან პოლიტიკურ დაპირისპირებას აპირებს, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ხვალინდელი დღე. პრეზიდენტი ამ დრომდე ერიდება არაფორმალური მმართველ ოლიგარქს. რამდენად დამაჯერებელია ოპოზიციონერის როლი, როდესაც ზურაბიშვილს ივანიშვილის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს. ამ დროს, ოცნება სულ უფრო ხისტად უტევს პრეზიდენტს - "უზრდელი ქალი, კოჭლი იხვი" - თქვა მეორე ტურის წინ, ბანერებზე, ზურაბიშვილის ნაცვლად გაკრულმა კობახიძემ.