კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნი იქნება

კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნი იქნება

კანადის ლიბერალური პარტიის არჩევნებში მარკ კარნიმ გაიმარჯვა. ის პრემიერმინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს შეცვლის.

კანადისა და ინგლისის ცენტრალური ბანკის ყოფილმა მმართველმა, მარკ კარნიმ სამი მეტოქე დაამარცხა, მან ხმების 85.9% მოიპოვა.

მომავალმა პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა დონალდ ტრამპი და ისაუბრა მის განცხადებაზე, რომ სურს კანადა 51-ე შტატად აქციოს.

"ამერიკელებმა ეს შეცდომა არ უნდა დაუშვან. ვაჭრობაში, ისევე როგორც ჰოკეიში, კანადა გაიმარჯვებს" - თქვა მან.

კარნი პრემიერმინისტრის ფიცს უახლოეს დღეებში, ჯასტინ ტრუდოს ოფიციალურად გადადგომის შემდეგ დადებს.