კანადა: G7-თან, ევროპელებთან კოორდინაციით, გადავაფასებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან

კანადა: G7-თან, ევროპელებთან კოორდინაციით, გადავაფასებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს კანადა განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ "საქართველოს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას გადააფასებს".

"G7-სა და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, და ამ არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით, კანადა გადააფასებს ურთიერთობას საქართველოს ხელმძღვანელობასთან", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში კანადა შეშფოთებას გამოთქვამს ამომრჩევლების დაშინების, ხმების მოსყიდვისა და არჩევნების დღეს დარღვევების გავრცელებულ ფაქტებზე, რომელზეც OSCE/ODIHR-ის დამკვირვებლებმა ისაუბრეს და აღნიშნავს, რომ "ეს უნდა იქნეს გამოძიებული და აღმოფხვრილი".

"ანადას სჯერა, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. [...]

კანადა ღია რჩება საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელმძღვანელობა პატივ სცემს დემოკრატიას, ადამიანთა უფლებებს, კანონის უზენაესობას და განიხილავს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას", - აღნიშნულია განცხადებაში.

კანადა მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს სიმშვიდისკენ, ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და უსაფრთხოებას მშვიდობიან პროტესტზე.