კალასი: უკრაინა ევროპაა! თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება

უკრაინა ევროპაა! ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. ჩვენ გავზრდით უკრაინის მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. ეს ჩვენზეა, ევროპელებზე, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ.

წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, დღეს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის წარმომადგენლებმა თეთრი სახლი დატოვეს.