მოსკოვში ვიქტორ ორბანი არანაირად არ წარმოადგენს ევროკავშირს ან მის პოზიციებს. ის ბოროტად იყენებს ევროკავშირში თავმჯდომარეობის პოზიციას დაბნეულობის დასათესად.
ევროკავშირი ერთიანია, მკაფიოდ დგას უკრაინასთან და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
წერს ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი სოციალურ ქსელში.
ვიქტორ ორბანი მოსკოვში დღეს ჩავიდა. პრესსპიკერის თქმით, ვიქტორ ორბანი მოსკოვს სამშვიდობო მისიის ფარგლებში ეწვია.