განვიხილეთ მზარდი რეპრესიები საქართველოში, მზად ვართ, განვიხილოთ შემდგომი შემზღუდავი ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, – ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგაერო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მინისტრებმა დღესვე განიხილეს მზარდი რეპრესიები საქართველოში, მათ შორის, თავდასხმები ოპოზიციის ლიდერებსა და მედიაზე. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ შემდგომი შემზღუდავი ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი“, – განაცხადა კაია კალასმა.