კალაძე: თუ ისევ დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა სტატუსი იქნება თუ EU-ის

ჩვენ რისთვის ვიბრძოლეთ, ხო? იმისთვის, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებელი. იყო საბჭოთა კავშირი, ვიყავით საბჭოთა კავშირში და არ გვინდოდა, ხო, რაღაც ყველა ისეთი დაშტამპული სახელმწიფოებივით ვიყავით, ყველას ერთნაირი ხაზი - გვინდოდა თავისუფლები, დამოუკიდებლები ვყოფილიყავით და ეს, რასაც ახლა ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით არ განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. ჩვენ თავისუფლება გვინდა, დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი.

ევროპას რატომ აქვს ფასი? იმიტომ, რომ განსხვავებული სახელმწიფოებია ევროკავშირში, თავისი კულტურა, ტრადიციები აქვს ყველა სახელმწიფოს, ამ მრავალფეროვნებით არის ევროკავშირი საინტერესო და ევროპა, საინტერესო. თუ ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვით და ისევ ერთნაირად, დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს მაშინ საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება, თუ ევროკავშირის სტატუსი იქნება, თუ ამ ფორმით უნდა ვიყოთ? წარმოუდგენელია ეს, არ არის ეს დამოკიდებულება მისაღები.

თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერმა კახა კალაძემ.