რა იყო დასამალი? ადამიანი როდესაც თავისი პირადი ხარჯებით გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო? როდესაც მე ჩემი ხარჯებით მივდივარ უცხო ქვეყანაში, რა, უნდა დავდგე და მოგიყვეთ თქვენ ყველაფერი? არანაირი აუცილებლობა არ მაქვს, რომ ჩემი ხარჯებით სადმე წავიდე და ამასთან დაკავშირებით დავდგე და გესაუბროთ.
განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს და ასე გამოეხმაურა სტრატკომის განცხადებას, რომ ღარიბაშვილი ევროპაში ჩარტერული რეისით გაფრინდა.