კალაძე: ქალბატონმა ზურაბიშვილმა აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას

პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება და მოწოდებებიც გაკეთა, სხვათა შორის, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს, წაბრძანდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარადგინოს მტკიცებულებები. მოწოდებები არ გაგიგიათ ამის შესახებ? ჰოდა, კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარმოადგინოს ყველა მტკიცებულება

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

*29 ოქტომბერს ცესკო-მ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარეს. მოგვიანებით, ზურაბიშვილმა თქვა, რომ უწყებაში მისვლას არ აპირებს.