პრეზიდენტი: არ ვაპირებ პროკურატურაში გამოცხადებას

პრეზიდენტი: არ ვაპირებ პროკურატურაში გამოცხადებას

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოცხადებას არ აპირებს.

ბრიფინგზე მან არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების კადრები აჩვენა და თქვა, რომ ეს ხალხის მიერ შეგროვებული მასალა ამტკიცებს 26 ოქტომბრის არჩევნების "მრავალფეროვან, მასშტაბურ გაყალბებას".

"პროკურატურას მე ვურჩევდი, რომ სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას, რაც კიდევ უფრო ამ მომენტში, როცა საჭიროა და ჩვენი პარტნიორებიც ამას უყურებენ, რომ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდეს, თუ შეუძლია, რომ იყოს პროკურატურას, იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი. ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს. ასე, რომ შეუდგეს პროკურატურა თავის საქმე, პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს.[...]

როგორც პრეზიდენტი, გავაგრძელებ ჩემს სამუშაოს და არ ვაპირებ პროკურატურაში გამოცხადებას"- თქვა ზურაბიშვილმა.

გუშინ, 29 ოქტომბერს ცესკო-მ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უწყებას "უსაფუძვლო ბრალდებებით ესხმიან თავს და რეპუტაციულ ზიანს აყენებენ".

განცხადებაში ცესკომ მიმართა პროკურატურას, "გარემოებების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრეზიდენტის, პოლიტიკოსების განცხადებები", დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება.