კალაძე: ევროპა ვიღაცისთვის შეიძლება შოპინგია, ჩემთვის ღირებულებებია

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, შოპინგი, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის პირადად და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა ეს არის ღირებულებები და სწორედ ამ ღირებულებებით გვინდა, ვიცხოვროთ. ევროპული ღირებულებები პირველ რიგში გვინდა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ყოველდღიურობაში.

თქვა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.