კალაძე: არავის ეშინია, კაცო, ამ სანქციების

ეს არის უბრალოდ შანტაჟის და მუქარის ენა. მე არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი იყოს გადადგმული. პარტნიორებს და მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ თუ გვინდა მეგობრობა, პარტნიორობა, კარი ღიაა, არავინ შეზღუდული არ არის ამ მიმართულებით, მაგრამ უნდა გადაიდგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. სანქციებზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ - არავის ეშინია, კაცო, ამ სანქციების და არანაირი პრობლემა არ იქნება ამ თვალსაზრისით.

ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე MEGOBARI act-ზე.