კახა კალაძე: ამერიკული სანქციები არ არსებობს

ამერიკული სანქციები არ არსებობს. არ არსებობს ამერიკული სანქციები. არსებობს ამერიკული მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, გადაიტვირთება და კიდევ უფრო მეგობრული გახდება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გზა არის ევროპა, ევროპული მომავალი, ინტეგრაცია და ამ გზაზე ქართულმა ოცნებამ მიაღწია უდიდეს გამარჯვებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. ეს გზა შეუქცევადია. რაც არ უნდა ზეწოლა და პრობლემების შექმნის მცდელობა იყოს, ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ, ღირსეულად ვივლით და გავხდებით იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია... თქვენ ჩემს წასვლა-წამოსვლაზე არ იდარდოთ, გთხოვთ.

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 6 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტმა ათეულობით პირს სანქციები დაუწესა.

*გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელშიც საუბარია ნაბიჯებზე, რაც ევროკავშირმა შეიძლება გადადგას, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება.

დოკუმენტი რადიო თავისუფლებამ მოიპოვა. მასში საუბარია პერსონალურ სანქციებზე, ფინანსური დახმარების შეწყვეტასა და უკიდურეს შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე.